16 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში - „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და სასჯელის აღსრულება“ - სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის ავტორები არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის დოქტორი მორის შალიკაშვილი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გივი მიქანაძე; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი იოსებ ვარძელაშვილი.
წიგნის პრეზენტაციას მოდერაცია გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ხატიძემ. აუდიტორიას სიტყვით მიმართა და წიგნის ავტორებს ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ.
აღნიშნული სახელმძღვანელო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში მომზადდა.
წიგნში განხილულია: არასრულწლოვანთა დანაშაული და მისი პრევენცია; განრიდება და მედიაცი - აღდგენითი მართლმსაჯულება, როგორც პრევენციის საუკეთესო საშუალება; პატიმრობა/თავისუფლების აღკვეთა და სხვა.
წიგნი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან მომუშავე სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის.
იხილეთ წიგნის ელექტრონული ვერსია - "არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და სასჯელის აღსრულება"
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება