30 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
თითოეული ნაშრომი დარგობრივი კომისიის მიერ შეფასდა, აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელი კი გახლდათ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი აკაკი აბზიანიძე.
საბაკალავრო ნაშრომების დაცვას CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ნაშრომი მაღალი აკადემიური სტანდარტითა და მრავალფეროვანი კვლევის მეთოდებით გამოირჩეოდა, თემატიკა კი საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკური პროცესებისა და უსაფრთხოების საკითხებს მოიცავდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება