21 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის დოქტორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ გია მეფარიშვილისა და პრაქტიკოსი იურისტის, ბიზნეს სამართლის მაგისტრ ნატო ტაბუცაძის წიგნის - „ვაზისა და ღვინის სამართალი“ - პრეზენტაცია.
აღნიშნული ნაშრომი, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე უნივერსიტეტის დაფინანსებით გამოიცა, ეძღვნება ღვინის ინდუსტრიის ფრანგულ, ევროპულ და ქართულ სამართლებრივ რეგულაციებს, რომლებიც ვრცელდება მევენახეობისა და მეღვინეობის მთელ ციკლზე: ვაზის განაშენიანებიდან პროდუქციის რეალიზაციამდე.
წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღვინის სექტორში დასაქმებული პროფესიონალებისა და მომხმარებელთა სამართლებრივი ინტერესების დაცვას. ნაშრომში გამოყენებულია შედარებითი სამართლის პრინციპები. გამოცემა თანაბრად საინტერესოა როგორც ვაზისა და ღვინის სფეროს წარმომადგენლებისთვის, ისე მოქმედი და მომავალი იურისტებისთვის.
პრეზენტაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ხატიძემ გახსნა. აუდიტორიას სიტყვით მიმართეს CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა ოლანი გოცირიძემ და პროფესორმა გიორგი სამანიშვილმა, წიგნის შინაარსობრივ ნაწილსა და მის აქტუალობაზე კი ისაუბრა ავტორმა ნატო ტაბუცაძემ.
ღონისძიებას დარგის სპეციალისტები, მოწვეული სტუმრები და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება