27 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ტურიზმის ლაბორატორიის ორგანიზებით, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის - ტუროპერეტინგი (ლექტორი - ლალი მიქელაძე) - ფარგლებში გაიმართა სემინარი/კონკურსი, რომელშიც მესამე კურსის სტუდენტებმა იმიტირებული ტურისტული კომპანიები წარადგინეს.
ღონისძიებას ესწრებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი, კონკურსის კომისია კი განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლალი მიქელაძე; ბიზნესის ადმინისტრირების ქართული და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხემძღვანელები: ასოცირებული პროფესორი თინათინ დოლიაშვილი და ასოცირებული პროფესორი ნინო რუხაია-მოსემღვდლიშვილი.
იმიტირებული ტურისტული კომპანიის პროექტს სტუდენტის კომპეტენციის განვითარებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ეს პრაქტიკული დავალება აერთიანებს თეორიულ ცოდნას რეალურ სიტუაციებთან და აძლიერებს როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ უნარებს. ხელს უწყობს ისეთი კომპეტენციების გაძლიერებას როგორებიცაა: ტურისტული ბიზნესის საქმიანობის მართვა, სერვისები, მარშრუტები, ლოჯისტიკა, მომხმარებელთან ურთიერთობა, ბიუჯეტირება, ფასი/ხარჯების გაანგარიშება, რისკების ანალიზი, შემოქმედებითობა.
წარდგენილი ცხრა ტურისტული კომპანიის დამფუძნებელ სტუდენტებს შორის კომისიამ ხმათა უმრავლესობით გამოვლიანა საუკეთესო - VVA Company (ანი ჟუჟუნაშვილი, ნინი გეგელაშვილი), ასევე კომისიის გადაწყვეტილებით გამოვლინდა ყველაზე კრეატიული სერვისების კომპანია - ”GEOWONDER” (ანა დავითაძე, ანი წიქარიძე). გამარჯვებულ სტუდენტებს სიგელები და ტურიზმის ლაბორატორიის ხელმძღვანელის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება