3 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია ტოკაის უნივერსიტეტის (უნგრეთი) მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფი.
ტოკაის უნივერსიტეტმა არჩევანი გააკეთა საქართველოზე, როგორც უძველესი და უნიკალური ღვინის კულტურის მქონე ქვეყანაზე. ვიზიტი დაიგეგმა ტოკაის უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნვერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
სტუდენტებს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე მეგზურობა გაუწიეს ფაკულტეტის დეკანმა ოლანი გოცირიძემ, სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელმა დავით მაღრაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სვეტლანა კირაკოსიანმა. უნგრელმა სტუდენტებმა დაათვალიერეს ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებებს, მიიღეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა გაცნობითი და სამუშაო შეხვედრები უნგრელ და ქართველ სტუდენტთა შორის. სტუმრებმა წარადგინეს პრეზენტაცია ტოკაის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და აღიარებული ადგილწარმოშობის რეგიონის ისტორიის, ღვინის წარმოების ტექნოლოგიური თავისებურებების შესახებ.
მასპინძელმა სტუდენტებმა კი მათ გააცნეს ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის ტექნოლოგია, ღვინის ქართული კულტურის ისტორია და ტრადიციები.
დასასრულს ჩატარდა უნგრული და ქართული ღვინოების ერთობლივი დეგუსტაცია. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, გააგრძელონ და უფრო განამტკიცონ დაწყებული თანამშრომლობა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება