20 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ორგანიზებით სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - „ნიკეადან ვესტფალიამდე: საეკლესიო-სახელმწიფო ურთიერთობების ტრანსფორმაცია“ - გაიმართა, რომელიც ნიკეას პირველი საეკლესიო კრების 1700 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა, რომელმაც ყურადღება აღნიშნულ თემატიკაზე კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და თითოეულ მონაწილეს ნაყოფიერი სამუშაო დღე უსურვა. აუდიტორიის წინაშე წარდგა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი / გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია. ასევე, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსმა, არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.
კონფერენციის ფარგლებში პლენარული მოხსენებით წარდგა კონფერენციის მოდერატორი, CIU-ს რექტორის მრჩეველი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი თემით: „ნიკეადან ვესტფალიამდე: ინსტიტუციონალური უწყვეტობა და პოლიტიკური ავტორიტეტის ტრანსფორმაცია“.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, რომლებიც ორ სესიაში გადანაწილდნენ. თითეული მოხსენება შეფასდა სესიის კომისიის მიერ შემდეგი შემადგენლობით: სესიის ხელმძღვანელი - ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; წევრები - ქეთევან შოშიაშვილი - ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, CIU-ს სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი; მარინე უგულავა - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი; გიორგი ფარეშიშვილი - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, CIU-ს რექტორის მრჩეველი.
კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება