ჭკვიანი იდეა, წარმატებული გზა - CHAKO
30 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის „ბიზნეს ინკუბატორის“ პლატფორმაზე გაიმართა სტარტაპ CHAKO-ს დაჯილდოების ცერემონია.
CHAKO არის მზის ენერგიაზე მომუშავე ჭკვიანი ჩანთა, რომელიც მოგზაურებს, მოლაშქრეებსა და ექსტრემალურ გარემოში მყოფ ადამიანებს უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეკომეგობრული ენერგიით.
ღონისძიებაზე სიტყვით წარდგენენ და გუნდის მიღწევები აღნიშნეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ნანობაშვილმა და „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელმა ია ნადირაშვილმა. შეხვედრის ფარგლებში სტარტაპ გუნდის წევრებმა გააზიარეს მათი ინოვაციური იდეის შექმნის ისტორია, განვლილი გზა და მიღწევები, დასასრულს კი, გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით და სამახსოვრო საჩუქრებით.
მიმდინარე პერიოდში აღსანიშნავია CHAKO-ს მიღწევები: გაიარეს აქსელერაციის პროგრამა CIU-ს „ბიზნეს ინკუბატორიში“; მოიგეს GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსის „საფინალო საგზური; იყვნენ GITA-ს რეგიონალური კონკურსის ფინალისტები, მოიპოვეს ხალხის რჩეული გუნდის ტიტული; მოიპოვეს GITA-ს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილოების შესაძლებლობა; გახდნენ JA Georgia-ს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები 800-მდე მოანაწილეს შორის მთელი საქართველოდან; წარადგინეს საქართველო SAGE Georgia-ს და GEN Europe 2025-ის კონკურსებზე; შეიმუშავეს MVP და ინტენსიურად ტესტავენ პროდუქტს მიზნობრივ მომხმარებელზე.
სამომავლო გეგმებიდან აღსანიშნავია, რომ CHAKO-ს გუნდი აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიის დახვეწასა და პროდუქტის მასობრივ წარმოებაზე. მათი მიზანია გაფართოება საერთაშორისო ბაზრებზე, ეკო-ტურიზმის სფეროში პარტნიორობების გაღრმავება და პროდუქტის მორგება სხვადასხვა მომხმარებელთა საჭიროებებზე.
ვულოცავთ CHAKO-ს გუნდს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებას!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება