29-30 მაისს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „დემოკრატიული მდგრადობა ცვალებად დროში: პოლიტიკური მეცნიერებაში და მის ფარგლებს გარეთ“, რომლის ორგანიზატორი იყო მონტენეგროს პოლიტიკის მეცნიერთა ასოციაცია (MOPSA) მონტენეგროს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტთან ერთად. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ ფრიდრიხ ებერტის ფონდი და იტალიისა და უკრაინის საელჩოები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი გიორგი ფარეშიშვილი, რომელმაც წარადგინა მოხსენება თემაზე: „საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობების მახასიათებლები სახელმწიფოსთან“.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ფარეშიშვილი შეხვდა მონტენეგროს პოლიტიკის მეცნიერთა ასოციაციის პრეზიდენტს, პროფესორს, დოქტორ ოლივერა კომარს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივ თანამშრომლობას, დაისახა სამომავლო საერთო აქტივობებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების პერსპექტივა.
კონფერენციას ესწრებოდა 28 ქვეყნის 100-მდე მეცნიერი, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ საერთაშორისო მასშტაბსა და აქტუალობას ანიჭებდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება