17 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პანორამულ სივრცეში წიგნის - „როგორ დავიპყროთ YouTube” - პრეზენტაცია გაიმართა.
ნაშრომის ავტორი CIU-სა და „Udemy Academy“-ს კურსდამთავრებული, პროფესიით ჟურნალისტი და YouTube ექსპერტი თინათინ მკალავიშვილია.
„როგორ დავიპყროთ YouTube“ პრაქტიკული სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც ამ პლატფორმაზე არხის შექმნა, განვითარება და წარმატების მიღწევა სურს.
წიგნის პრეზენტაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შეხვედრისას აუდიტორიას სიტყვით მიმართა CIU მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, წიგნის რედაქტორმა, პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ. მან ნაშრომის მნიშვნელობასა და ახალგაზრდა ავტორთა წახალისების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ჟურნალისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა სასწავლო პროგრამაში მსგავსი პრაქტიკული სახელმძღვანელოების ინტეგრირების მნიშვნელობა შეაფასა.
შეხვედრას ესწრებოდა წიგნის რეცენზენტი, ისტორიკოსი თომა ჩაგელიშვილი. მან საუბრისას ნაშრომის ინოვაციურობასა და პრაქტიკულ ღირებულებას გაუსვა ხაზი.
სახელმძღვანელოში დეტალურადაა განხილული სტრატეგიები, ალგორითმები, კონტენტის შექმნის მეთოდები და იუთუბის ეკოსისტემის ნიუანსები. წიგნი მკითხველს მარტივად და გასაგებად უხსნის, როგორ შეიძლება იქცეს YouTube წარმატების მიღწევის საშუალებად.
სახელმძღვანელო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერითა და მულტიმედია ცენტრის ჩართულობით მომზადდა. ნაშრომი წარმოადგენს პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზს, რომელიც მიზნად ისახავს მკითხველისთვის მაქსიმალურად სასარგებლო და აქტუალური ინფორმაციის მიწოდებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება