30 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის გააზრებას.
შეხვედრას უძღვებოდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი. მისი მოხსენება შეეხებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს XVIII საუკუნის პირველ ნახევარში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის მოღვაწეობას და მის წვლილს ქვეყნის რელიგიური და პოლიტიკური ცხოვრების განვითარებაში.
სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა შესაძლებლობა მიიღეს, კიდევ უფრო ღრმად ჩაწვდომოდნენ იმ ეპოქის ისტორიულ კონტექსტს, როდესაც ეკლესია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სახელმწიფოს პოლიტიკური ხატის ჩამოყალიბებაში.
შეხვედრა ემსახურებოდა არა მხოლოდ ისტორიული ცოდნის გაღრმავებას, არამედ ეროვნული მემკვიდრეობის პატივისცემასა და გააზრების ახალგაზრდებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება