13 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, გაეროს ECOSOC-ის სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართა მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ“. კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლის სხსოვნას.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი გიორგი ხატიძე, რომელიც ამავდროულად გახლავთ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მისი მოხსენების თემაა „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ: სამართლებრივი და ტექნოლოგიური ასპექტები“. მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელოვნური ინტელექტის და სამართლის ტექნოლოგიების გამოყენებაზე, სამართლებრივი მექანიზმების და ტექნოლოგიური პროცესების სინქრონიზებული ფუნქციონირების საჭიროებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობის და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკური სტანდარტების გაძლიერებაზე, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების და საზედამხედველო მექანიზმების განვითარებაზე.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებები გააკეთეს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში (ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი) მოღვაწე მეცნიერებმა, მკვლევარებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება