12 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორ ლალი მიქელაძისა და ასოცირებული პროფესორ ნანა ახალაიას თანაავტორობით შექმნილი წიგნის - „მდგრადი MICE (საქმიანი) ტურიზმის მენეჯმენტი“ - პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის ავტორებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სახელმძღვანელოში განხილული ძირითადი საკითხები - MICE ტურიზმის არსი და მნიშვნელობა, ინოვაციები და მდგრადობა. აღინიშნა, რომ სახელმძღვანელო პირველი პუბლიკაციაა საქართველოში, რომელიც მდგრადი საქმიანი ტურიზმის მენეჯმენტს ეხება. ავტორებმა ასევე ხაზი გაუსვეს წიგნის მნიშვნელობას როგორც სტუდენტებისთვის, ასევე დარგის სპეციალისტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.
ღონისძიებას მოდერაცია გაუწია ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ნანობაშვილმა, რომელმაც ყურადღება აღნიშნული წიგნის მნიშვნელობა და ავტორთა გამოცდილებაზე გაამახვილა. პრეზენტაციის დასასრულს რექტორმა კახაბერ კორძაიამ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მარინა გედევანიშვილმა დადებითად შეაფასეს ავტორების მიერ განხორციელებული შრომა. მათ აღნიშნეს, რომ სახელმძღვანელო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არა მარტო ფაკულტეტის, არამედ მთელი უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებასა და საგანმანათლებლო პროცესში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) ხელმძღვანელი, ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი, ტურიზმის პროგრამის განმახორციელებელი პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება