23 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტს ჩანდიგარის უნივერსიტეტის (ინდოეთი) ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი სანდიფ გულერია ესტუმრა.
ვიზიტი CIU-ს ტურიზმის ლაბორატორიამ ჩანდიგარის უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში უკვე მეორეჯერ განახორციელა.
სტუდენტებისთვის ჩატარებული ლექციის ფარგლებში პროფესორმა ტურისტული პროდუქტის ფორმირების თავისებურებებზე ისაუბრა, განიხილა პროდუქტის მდგენელების მნიშვნელობა, მისი რეალიზაციისა და სტუმულირების საკითხები. სპიკერმა, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე არსებული ტენდენციების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკან ქეთევან ნანობაშვილთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. აღსანიშნავია, რომ CIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელ ლალი მიქელაძესთან შეთანხმებით, ინდოელი პროფესორი მიმდინარე წლის ოქტომბერში მონაწილეობას მიიღებს CIU-ს ტურიზმის ლაბორატორიის მიერ ორგანიზებულ „ტურიზმის კვირეულში“.
ცნობისთვის, ჩანდიგარის უნივერსიტეტი, სადაც 60 ათასამდე სტუდენტი სწავლობს, ინდოეთის მასშტაბით საუკეთესო კერძო უნივერსიტეტების სამეულში შედის.
ინდოელი პროფესორის სტუმრობის საორგანიზაციო საკითხები უზრუნველყვეს სტუდენტებმა, ტურიზმის ლაბორატორიის გიდებმა - ქეთი ქარქასაძემ და მარიამ მედოიძემ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება