კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლონეთის გდანსკის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი გრძელდება. 18 ივნისს დელეგაციის წევრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, კახაბერ კორძაიას, სადაც მხარეებმა განიხილეს უკვე მიღწეული შედეგები და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს CIU მულტიმედია ცენტრი, დაათვალიერეს უნივერსიტეტის თანამედროვე ტელე და რადიოსტუდია, სამონტაჟო ოთახები და მულტიმედიის ახლადშექმნილი სტუდენტური სივრცე.
დელეგაცია ასევე სტუმრობდა სამართლის ფაკულტეტს, სადაც დეკანთან, პროფესორ გიორგი ხატიძესთან შეხვედრისას გაეცნო ფაკულტეტის ინფრასტრუქტურასა და სასწავლო გარემოს. სტუმრებმა დაათვალიერეს კრიმინალისტიკის აუდიტორია, იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი და იუსტიციის აუდიტორია.
შემდეგი გაჩერება იყო ბიზნესის ფაკულტეტი, რომლის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ნანობაშვილმა, სტუმრებს წარუდგინა ფაკულტეტის ინოვაციური სასწავლო და პრაქტიკული გარემო, მათ შორის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორია და იმიტირებული ბანკი.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ესტუმრა მედიცინის ფაკულტეტსაც, სადაც კოორდინატორების მიერ ჩატარდა გაცნობითი ტური ფაკულტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრსა და სიმულაციისა და ვირტუალური რეალობის ლაბორატორიაში (VR).
სტუმრებმა ასევე მოინახულეს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კაბინეტი და დეტალურად გაეცნენ სასწავლო პროცესისა და მეთოდოლოგიის თავისებურებებს. დღის ბოლოს შედგა შეხვედრა ფაკულტეტის პროფესორებთან, რომლის დროსაც მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო ერთობლივ პროექტებსა და თანამშრომლობის გეგმებზე.
19 ივნისს დაგეგმილია დელეგაციის სტუმრობა მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტზე, სადაც სტუმრები დეტალურად გაეცნობიან ფაკულტეტის ინფრასტრუქტურასა და საგანმანათლებლო მიმართულებებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება