5 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ასოცირებული პროფესორ ეკა თხილავას საჯარო ლექცია თემაზე - „საბრძოლო ველი და მედია“.
ლექციის ფარგლებში გაანალიზდა მედიაში ომის გაშუქების პოლიტტექნოლოგიური და მედიოლოგიური საფუძვლები; განისაზღვრა საკითხის ემპირიული ბუნებაც. გამოიკვეთა, როგორ განვითარდა და რა გრადაციები განიცადა საომარი ველის აღწერის პროცესმა თანამედროვე მედიაში და რა პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით.
ეკა თხილავა შეეხო ომის, როგორც სახილველის და ომის, როგორც სპექტაკლის საქონლად ქცევის ურთულეს პროცესსაც. ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება