15 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასწავლებლებისა და აბიტურიენტთა მშობლებისთვის საჯარო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გვეტაძე და რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი უძღვებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე დავით გვეტაძემ ყურადღება პროფესიის არჩევის გზაზე მშობლებისა და მასწავლებლების როლზე გაამახვილა, გიორგი ფარეშიშვილმა კი სტუდენტობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.
საჯარო შეხვედრაზე აუდიტორიამ სპიკერებისგან პრაქტიკული რჩევები მოისმინა, ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტების, მშობლების, მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის პერმანენტულად მართავს სხვადასხვა სახის შეხვედრასა და წამახალისებელ აქტივობას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება