კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, თამარ ინასარიძე და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ეკატერინე ჭალაგანიძე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში NAFSA 2025 მონაწილეობენ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან დიეგოში იმართება. აღსანიშნავია, რომ თამარ ინასარიძის და ეკატერინე ჭალაგანიძის ვიზიტი ხორციელდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული მხარდაჭერით.
საქართველოს დელეგაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები – ბაია კვიციანი და თამარ ღვამიჩავა ხელმძღვანელობენ. საგანმანათლებლო გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია „Education In Georgia“ პროექტით, რომელიც სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აერთიანებს. უნივერსიტეტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, გაზარდონ საკუთარი ცნობადობა, გააფართოონ თანამშრომლობა და მოიძიონ პოტენციური პარტნიორები, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას.
NAFSA 2025-ში 100-ზე მეტი ქვეყნის 10 000-მდე დელეგატი მონაწილეობს და გამოფენის მიზანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების ხელშეწყობა წარმოადგენს.
უნივერსიტეტის დელეგაცია შეხვედრებს მართავს გამოფენაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან, უნივერსიტეტებსა და კოლეჯებთან და სთავაზობს საპარტნიორო ურთიერთობებს, როგორც გაცვლითი პროგრამებისა და მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსების, ასევე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობის ფარგლებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება