კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნეს ინკუბატორის“ ბაზაზე გაიმართა სტუდენტური ინოვაციების მხარდამჭერი ღონისძიება - „სტუდენტური იდეების ლაბორატორია“, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტებში კრეატიული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.
ღონისძიება სტარტაპ CHAKO-ს პრეზენტაციით გაიხსნა თემაზე: „ვინ ვართ ჩვენ და სად მივდივართ?“, რის შემდეგაც მონაწილეებმა CIU-ს „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელის, ია ნადირაშვილის მიერ ჩატარებულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა თემაზე: „როგორ ვქმნით ინოვაციურ იდეებს“.
მონაწილეები გუნდებად გადანაწილდნენ, გაეცნენ დავალებებს და შეუდგნენ ინოვაციური იდეების გენერირებას. გუნდის თითოეულმა წევრმა აქტიურად იმუშავა საერთო მიზნის მიღწევისთვის.
ღონისძიების დასასრულს გუნდებმა საკუთარი იდეები 3-წუთიან პრეზენტაციებში ჟიურის წინაშე წარადგინეს. გამოვლინდა გამარჯვებული და სტარტაპ CHAKO-ს რჩეული გუნდი. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი ნაბიჯია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური ინიციატივებისა და მეწარმეობის ხელშესაწყობად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება