კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა ქანთარია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო გრანტის ფარგლებში იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კერძოდ, იენის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტთან არსებული გერმანული და ევროპული საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ მიხეილ ბრენერის უშუალო მოწვევითა და ხელმძღვანელობით. სამეცნიერო გრანტის ფარგლებში ბექა ქანთარიას საკვლევ თემას წარმოადგენდა „ორპალატიანი პარლამენტის იმპლემენტაციის პერსპექტივა საქართველოში - თეორია და პრაქტიკა“. ბიკამერალიზმის საკითხი აქტუალური იყო საქართველოში, ჯერ კიდევ, 1918 წლიდან. ორპალატიანი სისტემა თანამედროვე პოლიტიკური კულტურის განუყოფელი ნაწილია. საქართველოში ბიკამერალიზმის შემოღების იდეა თითქმის ყველა საკონსტიტუციო რეფორმის დროს იდგა. ამ პრობლემის თეორიული დამუშავება ხელს შეუწყობს ორპალატიანი პარლამენტის პრაქტიკულ იმპლემენტაციას საქართველოში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება