კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პოლონეთის რესპუბლიკის გდანსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტს სტუმრობენ გდანსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტატიანა კონანოვიჩი, დირექტორატის წარმომადგენელი ალექსანდრა კლიმკევიჩი და დირექტორის მოადგილე მარტინ ტრენდოვიჩი.
პოლონელი სტუმრები შეხვდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სვეტლანა კირაკოსიანს, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ეკატერინე ჭალაგანიძესა და დეკანის მოადგილეს, პროფესორ ალიკა გუჩუას. ასევე გაიმართა შეხვედრა სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ სესილი გოგიბერიძესთან და CIU-ს კანცლერის მრჩეველთან, პროფესორ ნინო ჭალაგანიძესთან.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე შეხვდება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და ეწვევა CIU-ს ფაკულტეტებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება