კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის „ბიზნეს ინკუბატორში“ გაიმართა შეხვედრა პრემიუმ კლასის ივენთ კომპანიასთან – Vanilla Events. შეხვედრაზე კომპანიის პროექტების ხელმძღვანელმა ვამეხი დუმბაძემ სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და ისაუბრა, როგორ იქმნება დაუვიწყარი მომენტები ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
შეხვედრის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა ივენთ ინდუსტრიაში საჭირო უნარებზე, რეალურ ქეისებსა და იმ პროფესიულ გზაზე, რომელიც წარმატებული ღონისძიებების მიღმა დგას. ვამეხი დუმბაძემ პრაქტიკული რჩევები გაუზიარა სტუდენტებს და წაახალისა ისინი, იფიქრონ საკუთარი იდეების რეალიზაციაზე ამ სფეროში. ღონისძიება ინტერაქტიული აქტივობებით და კითხვა-პასუხის სესიით წარიმართა.
ღონისძიების დაწყებამდე სტუმარსა და აუდიტორიას მიესალმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და მემორანდუმის გაფორმება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება