თბილისში, სასტუმრო „ვინდჰემში“, გაიმართა II პედიატრული სამედიცინო კონფერენცია - „გააზიარე გამოცდილება - იშვიათი შემთხვევები პედიატრიაში“. ღონისძიება ორგანიზებული იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრისა და ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელის, ეკატერინე ყიფიანის მიერ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 250-მდე დელეგატმა მთელი საქართველოს მასშტაბით. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო 23 იშვიათი და უნიკალური კლინიკური შემთხვევა, რომლებიც მოიცავდა პედიატრიის ყველა ძირითად სუბსპეციალობას.
ღონისძიების მიზანი იყო პედიატრიული პრაქტიკის გამდიდრება რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებული ცოდნით, თანამედროვე დიაგნოსტიკური მიდგომებისა და მკურნალობის მეთოდების გაზიარება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება