კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი Erasmus+ გრანტის ფარგლებში კითხულობს ლექციების კურსს რომის საპიენსას უნივერსიტეტში.
მიმდინარე წლის ნოემბერში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი Erasmus+ გრანტის ფარგლებში კითხულობს ლექციების კურსს რომის საპიენსას უნივერსიტეტში.
ლექციების თემატიკა საინფორმაციო ომის ანატომიას შეეხება. ვიზიტის ფარგლებში ზაზა ცოტნიაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია ფართო აუდიტორიისთვის, რომელშიც იტალიელი პროფესორებიც ჩაერთვნენ დისკუსიაში.
სტუდენტებმა პოსტსაბჭოთა სივრცეში ინფორმაციის გავრცელებისა და პროპაგანდისადმი დიდი ინტერესი გამოხატეს. ლექციის დასრულების შემდეგ ისინი პირადად წარუდგნენ პროფესორს და მათთვის საინტერესო კითხვებზე დამატებით მოისმინეს მომხსენებლის აზრი.
მნიშვნელოვანია, რომ საფუძველი ჩაეყარა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და რომის საპიენსას უნივერსიტეტებს შორის სამომავალო თანამშრომლობას, რომელიც სტუდენტების, პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამებს ითვალისიწნებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება