კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) კანცლერის მრჩეველი აკადემიური მიმართულებით, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჭალაგანიძე, დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო მინდიაშვილი და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ეკატერინე ჭალაგანიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში, გდანსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებიან.
დელეგაციის ვიზიტი ERASMUS+ პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და გაცნობით შეხვედრებს, გამოცდილების გაზიარებასა და საერთო პროექტებზე მუშაობას ისახავს მიზნად. ჩატარდა შეხვედრები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. დაიგეგმა სამომავლო პროექტები, სამეცნიერო-კვლევითი და მეთოდური ხაზის გაძლიერება.
აღსანიშნავია, რომ გდანსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მუშაობაშიც მოხსენებით CIU-ს პროფესორებიც წარსდგნენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გდანსკის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ორივე მხარის პროფესორები და სტუდენტები სამეცნიერო თუ აკადემიურ პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება