2-5 ივნისს საბერძნეთში, ათენის ინსტიტუტში, ჩატარდა აკადემიკოსთა და მკვლევართა მსოფლიო ასოციაციის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ათენში აკადემიკოსებისა და მეცნიერების შეკრების 30 წლის იუბილეს (1995-2025).
ლიტერატურათმცოდნეობით საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდა ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, ნინო მინდიაშვილი. მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოხსენება თანამედროვე ქართული ლიტერატურის ტენდენციებზე, ასევე, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის მუშაობაშიც.
აღსანიშნავია, რომ ათენის ინსტიტუტი ყოველწლიურად მასპინძლობს ლიტერატურათმცოდნეობით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელშიც მრავალი ქვეყნის მეცნიერები მონაწილეობენ.
ღონისძიებამ საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება