6 ივნისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლურული სასმელების მე-17 საერთაშორისო გამოფენა - WinExpo 2025 - გაიხსნა.
WinExpo ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას ქართველი მეღვინეებისათვის, რათა საკუთარ პროდუქცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე წარადგინონ. ქართველი ღვინის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აძლიერებს გამოფენის მასშტაბსა და მნიშვნელობას.
წელს გამოფენაში მონაწილეობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამი“. დამთვალიერებლებს შემდეგი სახეობის ღვინოების დაგემოვნების შესაძლებლლობა აქვთ: ოკამი (ქვევრის წითელი), ოკამი (თეთრი მშრალი ღვინო), თავკვერი (ქვევრის წითელი), ჩინური-გორული მწვანე (ქვევრის ქარვისფერი), ხაშმის საფერავი (ქვევრის წითელი), რქაწითელი (ქვევრის ქარვისფერი) და შავკაპიტო (ქვევრის წითელი).
„ეთნო ოკამის“ ღვინოების დამზადება ეფუძნება ორიგინალურ, ქართულ ავთენტურ ტექნოლოგიებს. ისინი სხვადასხვა წლებში წარდგენილი იყო არაერთ საერთაშორისო ფესტივალსა თუ ღონისძიებაზე.
აღსანიშნია, გამოფენაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები სხვადასხვა ღვინის კომპანიებსაც წარადგენდნენ.
გამოფენაზე ქართული ღვინის დაგემოვნება და ყიდვა მნახველებს სამი დღის განმავლობაში შეუძლიათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება