29 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში მოსწავლეებისთვის ვორქშოპი გაიმართა თემაზე: „ინტერვიუს ხელოვნება - კითხვის დასმის სტრატეგიები და ტექნიკა“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსმენელებს თეორიული ნაწილი გააცნო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელმა ზაზა ცოტნიაშვილმა, ხოლო საკითხის პრაქტიკულ ასპექტს უხელმძღვანელა CIU-ს მულტიმედია ცენტრის პროდიუსერმა ლია ზამბახიძემ.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამასა და მის უპირატესობებს.
დასასრულს, შეხვედრის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
პროექტი CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორ მარინე უგულავას ხელმძღვანელობით განხორციელდა.
ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას სისტემატურად უწყობს ხელს, რაც პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერასა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება