28 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის „ბიზნეს ინკუბატორის“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საკომუნიკაციო სააგენტო “Hans & Gruber”-ის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელ საბა ჯავაშვილთან თემაზე: „მარკეტინგი, ციფრული სტრატეგია და კრეატიული ინდუსტრია“.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები შემდეგ საკითხებზე: როგორ დაიწყონ კარიერა მარკეტინგში; რას გულისხმობს საკონსულტაციო კომპანიის საქმიანობა რეალურად; როგორ იქმნება ბრენდი და ციფრული კამპანია; რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა თანამედროვე საკომუნიკაციო სამყაროს შესახებ.
ლექციის ფარგლებში სტუმარსა და დამსწრე აუდიტორიას მიესალმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი, რომელმაც ყურადღება განსახილველი საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
შეხვედრას CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება