11-12 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო Courtyard Batumi-ში და ქალაქ ქუთაისში, სასტუმრო King David-ში, გაიმართა შეხვედრა/მასტერკლასი თემაზე - „მშობლისა და მასწავლებლის როლი პროფესიის არჩევის პროცესში“.
ღონისძიებას უძღვებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რექტორის მრჩეველი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი დავით გვეტაძე. მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს თანამედროვე გამოწვევები პროფესიული ორიენტაციის კუთხით, მათ შორის, მშობლებისა და პედაგოგების როლი ახალგაზრდების პროფესიული არჩევანის გაკეთების პროცესში. შეხვედრა მიზნად ისახავდა სკოლასა და უნივერსიტეტს, ასევე, სკოლის საზოგადოებას შორის კოორდინაციისა და ეფექტური კომუნიკაციის განმტკიცებას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და წარმატებული კარიერის დაგეგმვას.
აღნიშნული პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს განათლების სფეროს წარმომადგენელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მომავალი თაობის მხარდაჭერის მექანიზმების სრულყოფას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება