20 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის წევრებს შეხვდა. გულთბილ მიღებაზე კანცლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჩემპიონებს ნაყოფიერი სეზონისა და იმ თავდაუზოგავი ბრძოლისთვის, რაც თითოეულმა მათგანმა გამოავლინა.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია კლუბის მენეჯერმა, CIU-ს ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის კოორდინატორმა, ზურაბ ქავთარიამ, რომელმაც განვლილი სეზონი შეაჯამა, გუნდის მიღწევები აღნიშნა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა მუდმივი მხარდაჭერისთვის.
შეხვედრის ფარგლებში ასევე მადლიერების სიტყვით წარდგნენ კლუბის მწვრთნელები და ფეხბურთელები.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის კანცლერის გადაწყვეტილებით, CIU-ს ფუტსალის კლუბს საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის სოლიდური პრემია გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი 2024-2025 წლების სეზონის ფუტსალის ლიგის გამარჯვებული გახდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად, უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა. აღნიშნულ ტურნირზე „კავკასიელები“ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონებთან ერთად იასპარეზებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება